aqua liberty
Aqua Liberty
Aqua Liberty
Aqua Liberty
 

აქუა ლიბერთი

თბილისი, საქართველო

Aqua Liberty Rooms

ოთახები

ჩვენს 30 ოთახს გააჩნია მშვიდი, მაღალი კლასის დეკორი და მშვენიეირ ხედი თავისუფლების მოედანზე . კომფორტულ გარემოსთან ერთად, ყოველ ნომერში არის მინი ბარი, ინდივიდუალური კლიმატის კონტროლი და უფასო სწრაფი WIFI. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ უგემრიელესი კერძები ოთახიდან გაუსვლელად ჩვენი Smart IP ტელევიზორის გამოყენებით, რომლის ანალოგებსაც საქართველოში ვერ ნახავთ. ჩვენს სასტუმროს გაანია 2 სტანდარტული ერთ საძინებლიანი, 2 ორ საძინებლიანი (twin) დელუქს, 12 სტანდარტული ორ საძინელიანი, 7 ორ საძინებლიანი დელუქს, 4 სამ საძინებლიანი დელუქს და 3 ორ საძინებლიანი სუპერიორ ოთახი.


Aqua Liberty Restaurant

რესტორანი

რაც არ უნდა მოისურვოთ, ბიზნეს ლანჩი, რომანტიული ვახშამი ან უბრალოდ სასმელი, ჩვენი რესტორანი ყოველთვის მზადაა უპასუხოს თქვენს მოთხოვნებს. ის გამოირჩევა თავისი წყნარი და მეგობრული ატმოსფეროთი, უნიკალური და მოხერხებული ინტერიერით, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში. ჩვენ გთავაზობთ ქართულ ტრადიციულ და ევროპულ კერძებს, შესანიშნავ ღვინოსა და სხვა მაღალი კლასის სასმელს. ჩვენ შეგვიძლია დავალმაყოფილოთ ჩვენი სტუმრების ყველაზე დახვეწილი კულინარიული მოთხოვნები. ჩვენი პროფესიონალური და მეგობრული გუნდი ყოველთვის მზადაა გაგიმასპინძლდეთ.


Aqua Liberty Bar

ბარი

სასტურმოს ელეგანტური ბარი გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას და უნიკალურ ღვინის კოლექციას, რომელიც შექმნილია ჩვენი სტუმრებისთვის. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან ერთად დასავენებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში. იქნება ეს დილის ყავა, გაზეთის კითხვა, სადილი მეგობრებთან ერთად ან ადრეული ვახშამი, ჩვენს ბარში ყველა იპოვის იმას რასაც ეძებს . მყუდრო და მეგობრეული გარემო გულგრილს არ დაგტოვებთ.


Aqua Liberty Tbilisi

თბილისი

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის კონტრასტების ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი არქიტექტურა მშვენივრად ეხამება ერთმანეთს. თავისი ისტორიის განმავლობაში თბილისი რამდენჯერმე იყო დარბეული, რამდენჯერმე დაიწვა და აღდგენილ იქნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ახერხებს გვაჩვენოს თავისი საინტერესო ისტორია და მდიდარი კულტურა. პოპულარული ტურისტული ლოკაციების გარდა თბილსს გააჩნია უნიკალური მარგალიტები რომლებიც მის ქუჩებში იმალებიან. აქ იხილავთ საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს რომლებიც შეგიძლიათ თბილისში იხილოთ.

Tour Tbilisi Aqua Liberty Hotel

ტურები საქართველოში

საქართველო ცნობილია თავისი მდიდარი და საინტერესო კულტურით და ღირსშესანიშნაობებით. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი რაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტი გაძლევთ საშუალებას ნახოთ : მთები, ზღვის სანაპიროები, კანიონები და უდაბნოები. მგლების ქვეყანა (ასე ეძახდნენ მას ძველი სპარსელები) გამორჩეულია თავისი ძველი, რელიგიური არქიტექტურით. საქართველოს ნებიმიერ რეგიონში შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი ეკლესია-მონასტრები. ასევე, ჩვენი ქვეყანა ცნობილია თავისი ღვინით, რომლის კულტურაც ითვლის 8000 წელს. საქართველო არის ქვეყანა სადაც ყოველთვის გინდა დაბრუნდე.

Discounts Tbilisi Aqua Liberty Hotel

შემოთავაზებები

თუ ეძებთ სად გაატაროთ დასვენების დღეები ან მაღალი კლასის სასტუმროს შემოთავაზებებს, სასტუმრო აქუა ლიბერთი მზადაა უპასუხოს თქვენს მოთხოვნებს. ისიამოვნეთ თქვენი დარჩენით და იყავით დარწმუნებული, რომ იპოვეთ საუკეთესო შემოთავაზება ინტერნეტში. გაეცანით ჩვენს სპეციალურ შემოთავაზებებს და ისიამოვნეთ პირდაპირი ბრონირების (ინტერნეტი, ელ. პოსტა, ტელეფონი) დადებითი მხარეებით.
- შეთავაზება ახალდაქორწინებულებს ( გაატარეთ თქვენი თაფლობის თვე ჩვენს სასტუმროში და მიიღეთ ოთახის კატეგორიის აწევა (არსებობის შემთხვევაში), კომპლიმენტარული სასმელები და 10%-იანი ფასდაკლება ჩვენს ბარსა და რესტორანში.-
- მუდმივი სტუმრები (10%-იანი ფასდაკლება შემდგომ დარჩენაზე, პირველი დარჩენის შემდეგ სასტუმრო აქუა ლიბერთიში(- ხანგრძლივი დარჩენა (დაჯავშნეთ ოთახი 5 ან მეტ დღეზე და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება)-
- მეგობრები და ოჯახი (გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება მოგებრებს და ოჯახის წევრებს. გაუწიეთ რეკომენდაცია ჩვენს სასტუმროს და ისინი მიიღებენ 15%-იან ფასდაკლებას)

Aqua Liberty Hotel Address